ფედერერი და ნადალი წყვილში ისევ ითამაშებენ
ფედერერი და ნადალი წყვილში ისევ ითამაშებენ

როჯერ ფედერერმა და რაფაელ ნადალმა ოფიციალურად დაადასტურეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ისინი 2019 წლის, ლეივერის თასზე, წყვილებში მონაწილეობას ერთად მიიღებენ.

ჟენევის ტურნირს ორწლიანი ისტორია აქვს. 2017 წელს რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი ერთად მონაწილეობდნენ ამ ტურნირზე და ამერიკულ დუეტს – ჯეკ სოკს და სემ კერის სძლიეს.
2018 წელს რაფაელ ნადალმა ტურნირში მონაწილეობა ვერ მიიღო. ფედერერმა წყვილებში ჩატარებული ორივე შეხვედრა წააგო. ერთხელ ის ზვერევთან ერთად ჯონ ისნერსა და ჯეკ სოკთან დამარცხდა, ხოლო მეორედ შვეიცარიელმა ლეგენდამ მარცხი ნოვაკ ჯოკოვიჩთან წყვილში, კევინ ანდერსონსა და ჯეკ სოკთან მატჩში იწვნია.