ფედერერი ლეივერის თასზე ერთეულებში ვერ ითამაშებს - შვეიცარიელი კარიერას წყვილების მატჩით დაასრულებს #1TVSPORT
ფედერერი ლეივერის თასზე ერთეულებში ვერ ითამაშებს - შვეიცარიელი კარიერას წყვილების მატჩით დაასრულებს #1TVSPORT

ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ვერ შეძლებს ერთეულებში თამაშს ლეივერის თასზე, რომელიც ბოლო ტურნირი იქნება მის კარიერაში, – ამის შესახებ დაწერა გამოცემა SRF-მ.

აღნიშნავენ, რომ ამის მიზეზი გახდა პრობლემები მუხლის არეში. შეგახსენებთ, რომ ფედერერმა ბოლო ორ წელიწადში მუხლზე რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა.

მიუხედავად ამისა, როჯერი შეძლებს წყვილთა თანრიგში თამაშს. მისი ბოლო მატჩი კარიერაში პარასკევს, 23 სექტემბერს გაიმართება.