როჯერ ფედერერმა კარიერის ბოლო მატჩი ჩაატარა [ვიდეო] #1TVSPORT
როჯერ ფედერერმა კარიერის ბოლო მატჩი ჩაატარა [ვიდეო] #1TVSPORT

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა. მან და ესპანელმა რაფაელ ნადალმა ლეივერის თასზე წყვილთა შეხვედრაში 6:4, 6:7(2), 9:11 წააგეს ამერიკელების დუეტთან – ჯეკ სოკთან და ფრენსის ტიაფოსთან.

ფედერერმა და ნადალმა ორი ეისი შეასრულეს, სამჯერ დაუშვეს ორმაგი შეცდომა და ხუთიდან ორი ბრეიკპოინტი გამოიყენეს. ამერიკელებმა 11 ბრეიკპოინტიდან ერთხელ აიღეს მეტოქის მოწოდება.

მესამე სეტში, რომელიც 10-ქულიანი ტაი-ბრეიკის ფორმატში ჩატარდა, შვეიცარიელსა და ესპანელს მატჩბოლი ჰქონდათ, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენეს და ზედიზედ სამი ქულა წააგეს.

I დღის შედეგები:

ევროპა-მსოფლიო 2:2

1:0 კასპერ რუუდი-ჯეკ სოკი 6:4, 5:7, 10:7

2:0 სტეფანოს ციციპასი-დიეგო შვარცმანი 6:2, 6:1

2:1 ენდი მარეი-ალექს დე მინორი 7:5, 3:6, 7:10

2:2 ფედერერი/ნადალი-სოკი/ტიაფო 6:4, 6:7(2), 9:11