„ლეივერის თასი“ 2021 წლისთვის გადაიტანეს
„ლეივერის თასი“ 2021 წლისთვის გადაიტანეს

საჩოგბურთო ტურნირი „ლეივერის თასი“ კორონავირუსის პანდემიის გამო, 2021 წლისთვის გადაიდო.

საჩვენებელი ტურნირი, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელია შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი, 2020 წელს 25-27 სექტემბერს, აშშ-ის ქალაქ ბოსტონში უნდა გამართულიყო. მაგრამ, სწორედ ამ პერიოდისთვის გადაიტანეს „დიდი სლემის“ რიგით მეორე ჩემპიონატი – „როლან გაროსი“, რის გამოც, „ლეივერის თასის“ ჩატარება შეუძლებელი გახდა. 2021 წელს, ეს ტურნირი 24-26 სექტემბერს გაიმართება.

ლეივერის თასი“ მამაკაცთა სამატჩო ტურნირია, რომელიც 2017 წლიდან იმართება. მასში ერთმანეთს ხვდებიან ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებები. წინა სამივე გათამაშება ევროპის ნაკრებმა მოიგო.