ლეგენდარულმა მოკრივემ ფილიპინების ლიგის „ოლ სტარზე“ სამმაგი დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, მენი პაკიაომ მონაწილეობა მიიღო ფილიპინების საკალათბურთო ლიგის „ყველა ვარსკვლავის მატჩში“. ვარსკვლავურმა მოკრივემ სამმაგი დუბლი შეასრულა – 33 ქულა, 15 შედეგიანი გადაცემა და 11 მოხსნა დააგროვა. პაკიაო სამხრეთის გუნდში თამაშობდა, რომელმაც ჩრდილოეთს 114:63 მოუგო. კრივის ლეგენდა მატჩის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) დაასახელეს.
პაკიაომ შარშანაც ითამაშა ანალოგიურ მატჩში და მაშინ ასეთი სტატისტიკა აჩვენა: 30 ქულა, რვა მოხსნა და ოთხი შედეგიანი გადაცემა.
44 წლის მენი პაკიაოს პროფესიულ რინგზე 72 ბრძოლაში მიუღია მონაწილეობა, 62 შეხვედრა მოიგო (39 – ნოკაუტით), რვაჯერ დამარცხდა და ორი ფრედ დაასრულა.