იაპონელმა ძიუდოისტმა, შოჰეი ონომ 30 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სპორტის სახეობის ლეგენდა, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში ქართველი ლაშა შავდათუაშვილი დაამარცხა, სამომავლოდ მწვრნელობას გეგმავს.
მოგებული ტურნირები
ოლიმპიური თამაშები – 2016, 2020;
მსოფლიო ჩემპიონატი – 2013, 2015, 2019;
აზიის თამაშები – 2018;
გრანდ სლემი – 2012 (ტოკიო), 2018 (დიუსელდორფი), 2018 (ოსაკა), 2019 (დიუსელდორფი), 2020 (დიუსელდორფი);
გრანდ პრი – 2015 (დიუსელდორფი), 2016 (დიუსელდორფი).