მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, „დიდი სლემის“ ტურნირების ექვგზის ჩემპიონი ბორის ბეკერი ორწლინახევრიანი პატიმრობით დაისაჯა.
ლონდონის სასამართლომ ლეგენდარული გერმანელი ჩოგბურთელი ბრალდებულად გამოაცხადა აქტივების დამალვაში.
თავდაპირველად, ბეკერის საქმე ბრალდების 24 პუნქტს შეიცავდა, რომელსაც ჩოგბურთელი უარყოფდა. 20 პუნქტში გერმანელი გაამართლეს, დანარჩენი ოთხი კი მოიცავდა ქონების გატანა, ქონების დამალვა (ორი პუნქტი) და კრედიტის დამალვა.
იტყობინებიან, რომ ციხეში კარგი მოქცევის შემთხვევაში, პატიმრობის ვადის ნახევარს პირობითი სასჯელით შეცვლიან.