ბეკერის აზრით, ფედერერმა კორონავირუსისგან სხვებზე მეტი სარგებელი მიიღო
ბეკერის აზრით, ფედერერმა კორონავირუსისგან სხვებზე მეტი სარგებელი მიიღო

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, გერმანელმა ბორის ბეკერმა კოვიდ19-ით გამოწვეულ პანდემიაზე ისაუბრა.

„სავარაუდოდ, მსოფლიოში განვითარებული მოვლენებით ფედერერი კმაყოფილი უნდა იყოს, რადგანაც ჯერჯერობით მის რეკორდებს საფრთხე არ ემუქრება“, – მოჰყავს ბეკერის სიტყვები „სიენენს“, – „ჩემი აზრით, ნოვაკ ჯოკოვიჩი ამ ყველაფრით ძალიან გაბრაზებული იქნება, რადგან ის მიმდინარე სეზონში დომინანტი იყო. მაგრამ ეჭვი მეპარება, სერბმა ამ ყველაფრის შესახებ საკუთარი ემოციები გამოხატოს“, – განაცხადა ბეკერმა.

შეგახსენებთ, რომ საჩოგბურთო სეზონი 13 ივლისამდე შეჩერებულია.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში „კოვიდ19“-ით ინფიცირების 3 494 671 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 246 475 შეადგენს.