ბორის ბეკერს შვიდწლიანი პატიმრობა ემუქრება
ბორის ბეკერს შვიდწლიანი პატიმრობა ემუქრება

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, „დიდი სლემის“ ტურნირების ექვსგზის ჩემპიონი ბორის ბეკერი, შესაძლოა, ციხეში აღმოჩნდეს. „სქაის“ ინფორმაციით, გერმანელ ჩოგბურთელს, რომელიც 2017 წელს გაკოტრებულად გამოცხადდა, აქტივების დამალვისთვის შვიდწლიანი პატიმრობა ემუქრება.

როგორც ირკვევა, ბეკერმა დაუმალა მთავრობას საკუთარი წილი კომპანია Breaking Data Corp-ში, ასევე რამდენიმე საბანკო ანგარიში და ბინა ჩელსიში.

თავად ბეკერი ბრალდებას უარყოფს.

დატოვე კომენტარი