ბორის ბეკერი - ჩემი შვილები კვირაში მინიმუმ ერთხელ აწყდებიან რასიზმს
ბორის ბეკერი - ჩემი შვილები კვირაში მინიმუმ ერთხელ აწყდებიან რასიზმს

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, გერმანელმა ბორის ბეკერმა განაცხადა, რომ მისი შვილები რეგულარულად აწყდებიან რასიზმის პრობლემებს.

„ჩემი უფროსი შვილები კვირაში მინიმუმ ერთხელ ეჯახებიან რასიზმს, ამიტომაც მე მათთან ხშირად მაქვს ლაპარაკი ამ თემაზე. უმცროსი ვაჟი ამადეო 10 წლისაა და ჯერჯერობით, მარტო არ დადის, როგორც მისი უფროსი ძმები და დები. ჩემი ოთხივე შვილი შერეული რასისაა“, – თქვა „დიდი სლემის“ ტურნირების ექვსგზის ჩემპიონმა გაზეთ „ბილდთან“ ინტერვიუში.

ბეკერს ორი შვილი ჰყავს ფერადკანიან მოდელ ბარბარა ფელტუსისგან, ერთი შვილი – ნიგერიული წარმოშობის რუსისგან ანჟელა ერმაკოვასგან და კიდევ ერთი ნიდერლანდელი მოდელისგან ლილი კერსენბერგისგან.