იტალიის „სერია B“-ს 22-ე ტურში, „ლეჩე“-„ასკოლის“ მატჩის პირველ წუთზე, მასპინძელთა ნახევარმცველმა მანუელ სკავონემ სერიოზული ტრავმა მიიღო და ასპარეზობა აღარ გაგრძელებულა.„ასკოლის“ ფეხბურთელ ჯაკომო ბერეტისთან დაჯახების შემდეგ „ლეჩეს“ ფეხბურთელმა გონება დაკარგა. ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მატჩის მთავარმა მსაჯმა, გუნდებს თამაში აღარ გააგრძელებინა. მატჩის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. როგორც „ფუტბოლ იტალია“ (Football Italia) იტყობინება, მოთამაშეს თავის ქალის ან რაიმე შიდა ორგანოების დაზიანება არ აღენიშნება. რადგან ფეხბურთელმა გონება დაკარგა, ამიტომ ის 24 საათი ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნება.