ჩუპო-მოტინგი „პარი სენ-ჟერმენიდან“ „ლეჩეში“ გადადის
ჩუპო-მოტინგი „პარი სენ-ჟერმენიდან“ „ლეჩეში“ გადადის

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს დატოვებს.

როგორც ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს გვერდი იტყობინება, პარიზელები 30 წლის კამერუნელის არენდის წესით „ლეჩეში“ გაშვებაზე თანახმა არიან. იტალიური კლუბი ფეხბურთელთან ამ დღეებში გამართავს მოლაპარაკებას.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში შუტო-მოტინგი „სტრასბურთან“ მატჩში ძალიან კურიოზული მომენტის ავტორი გახდა, როდესაც კარის ხაზიდან ვერ მოახერხა გოლის გატანა.

დატოვე კომენტარი