სესკ ფაბრეგასი სერია B-ში ითამაშებს #1TVSPORT
სესკ ფაბრეგასი სერია B-ში ითამაშებს #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი კარიერას სერია B-ში გააგრძელებს, – ამტკიცებს იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

35 წლის ნახევარმცველი, რომელიც „მონაკოსთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, „კომოს“ მოელაპარაკა.

ხელშეკრულება ორწლიანი იქნება – 2024 წლის ივნისამდე. მხარეებს უმნიშვნელო დეტალებზე მოლაპარაკება რჩებათ.