„იუვენტუსმა“ „ლეჩე“ გაანადგურა, რონალდოს გოლი და ორი შედეგიანი პასი ჰქონდა
„იუვენტუსმა“ „ლეჩე“ გაანადგურა, რონალდოს გოლი და ორი შედეგიანი პასი ჰქონდა

იტალიის სერია A-ში 28-ე ტური დაიწყო. პირველ მატჩში ლიდერმა „იუვენტუსმა“ საკუთარ მოედანზე მიიღო „ლეჩე“ და 4:0 გაიმარჯვა.

მიუხედავად იმისა, რომ  „ლეჩეს“ მცველი ფაბიო ლუჩიონი 32-ე წუთზე გააძევეს, სტუმრებმა 53-ე წუთამდე გაძლეს, თუმცა, ამის შემდეგ ოთხი გოლი გაუშვეს. ანგარიში პაულო დიბალამ გახსნა კრიშტიანო რონალდოს პასის შემდეგ. რამდენიმე წუთში თავად პორტუგალიელმა გამოიყენა 11-მეტრიანი. 84-ე წუთზე თავი გამოიჩინა გონსალო იგუაინმა, შედეგიანი გადაცემა კვლავ რონალდომ შეასრულა, რომელიც, თითქოს არ უნდა ყოფილიყო განაცხადში, რადგან მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი აპირებდა მისთვის დასვენების საშუალება მიეცა.

ბოლო გოლი მატჩში მატეის დე ლიგტმა გაიტანა.

„იუვენტუსს“ სერია A-ში ხუთმატჩიანი მოგებათა სერია აქვს, საკუთარ მოედანზე კი 2018 წლის 5 მაისის შემდეგ არ მარცხდება – ეს სერია 35 მატჩს აღწევს (30 მოგება და 5 ფრე).

ტურინელებმა შვიდი ქულით გაასწრეს „ლაციოს“, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.