„კრემონეზე“ „ბარისთან“ დამარცხდა - ლოჩოშვილს არ უთამაშია #1TVSPORT
„კრემონეზე“ „ბარისთან“ დამარცხდა - ლოჩოშვილს არ უთამაშია #1TVSPORT

ზედიზედ მეორე შეხვედრაა, ლუკა ლოჩოშვილს არ უთამაშია „კრემონეზეს“ შემადგენლობაში, რომელმაც სერია B-ში „ბარის“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

მეორე ტურის შეხვედრას კრემონელებმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლეს. ლუკა ლოჩოშვილიკრემონეზეს“ განაცხადში იყო, მაგრამ ზედიზედ მეორე შეხვედრაა, შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე „ბარის“ თავდამსხმელმა ჯუზეპე სიბილიმ გაიტანა. ორი ტურის შემდეგ „კრემონეზეს“ მხოლოდ ერთი ქულა აქვს და მე-14 ადგილია.

ტურის შეხვედრა უნდა გაემართა ივა გელაშვილის „სპეციას“, მაგრამ თამაში გადაიდო.