ლაშა ტალახაძე რეკორდს უმიზნებს - ვგრძნობ, რომ კარიერაში საუკეთესო ფორმაში ვარ
ლაშა ტალახაძე რეკორდს უმიზნებს - ვგრძნობ, რომ კარიერაში საუკეთესო ფორმაში ვარ
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები დუშეთში იმყოფებიან, სადაც სეზონის გადამწყვეტი ტურნირებისთვის მზადებას ასრულებენ. 20 და 23-წლამდელთა ნაკრებები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ, რომელსაც პოლონეთი უმასპინძლებს. ეროვნული ნაკრების წევრები კი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც 31 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე, თურქმენეთში გაიმართება.

ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ამბობს, რომ შესაძლოა, მსოფლიოს რეკორდის გაუმჯობესება სცადოს. ეს სპორტსმენმა პირველ არხთან განაცხადა.

„სურვილიც მაქვს და ვგრძნობ, რომ კარიერაში საუკეთესო ფორმაში ვარ. შევეცდები შედეგები გავაუმჯობესო და ისეთი წონა ავწიო, რაც არავის დაუფიქსირებია,“ – აცხადებს ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა ტალახაძე,

ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელი გიორგი ასანიძე მომავალ ტურნირებს იმედიანად უყურებს – „მედლების მოპოვებსი დიდი იმედი გაგვაჩნია. ბოლო წლებში მიღწეული შედეგების გათვალისწინებით მგონია, რომ ახალგაზრდებს ევროპის ჩემპიოინატსზე, ხოლო დიდებს მსოფლიოზე მედლების მოპოვების რეალური შანსი გააჩნიათ. ეს იმის მიუხედავადაც, რომ ცხრა ქვეყანას დოპინგის გამო მისჯილი დისკვალიფიკაციის ვადა ამოეწურა.“