ლაშა ტალახაძემ ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ იზეიმა.
ატაცში ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. მძიმეწონოსანმა ქართველმა ძალოსანმა 200 და 210 კილოგრამი დაძლია და ატაცში გამარჯვების ავტორი გახდა. ლაშა ტალახაძემ მის მიერვე დამყარებული მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესება მსოფლიო ჩემპიონატისთვის გადადო.
აკვრაში ტალახაძემ 235 და 247 კგ დაიმორჩილა, ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაინაღდა და მესამე მისვლაზე უარი განაცხადა. ორჭიდი 457 კგ.
ატაცში ასევე შესანიშნავად იასპარეზა ირაკლი თურმანიძემაც. ძალოსანმა სამივე ცდა გამოიყენა (185, 190, 192) და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე 10 ოქროს, სამი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.