ხორვატი სპეციალისტი იგორ ტუდორი ოფიციალურად გახდა „ლაციოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი. ამის შესახებ რომაული კლუბის პრესსამსახურმა სოციალურ ქსელში დაწერა.
წამყვანი ინსაიდერების ინფორმაციით, ტუდორმა „ლაციოსთან“ 2025 წლის ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი, რომელშიც გათვალისწინებულია თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტი.
„ლაციოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტუდორმა მაურიციო სარი შეცვალა, რომელიც პოსტიდან ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ დაითხოვეს.
იგორ ტუდორის ბოლო სამუშაო ადგილი „მარსელი“ იყო, რომელიც გასულ სეზონში ლიგა 1-ში მესამე ადგილზე გაიყვანა, მაგრამ ზაფხულში კლუბი დატოვა ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო. იტალიაში ის ავარჯიშებდა „ვერონასა“ და „უდინეზეს“. ასევე, ტუდორს აქვს „გალათასარაისთან“, „ქარაბუქსფორთან“, პაოკ-სა და „ჰაიდუკთან“ მუშაობის გამოცდილება.