„ლაციოს“ ხელმძღვანელობამ სერბ ნახევარმცველ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გასხვისების სანაცვლოდ სასურველი თანხა დაასახელა.
როგორც „ტუტომერკატო“ იუწყება, რომაული კლუბის პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო 25 წლის ფეხბურთელს 120 მილიონ ევროდ აფასებს და ამ თანხის დაწევას არ აპირებს. ამასთანავე, თუ „ლაციო“ ჩემპიონი გახდა, ნახევარმცველის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენა „პარი სენ-ჟერმენს“, მადრიდის „რეალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურთ.
მიმდინარე სეზონში მილინკოვიჩ-სავიჩმა „ლაციოს“ შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ოთხიც საგოლე გადაცემა შეასრულა. 26 ტურის შემდეგ, „ლაციო“ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია ა, მსგავსად თითქმის ყველა ევროპული ჩემპიონატისა, კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია.