რომის „ლაციოს“ კაპიტანი სენად ლულიჩი მარჯვენა კოჭზე ოპერაციას გადაიტანს, – იტყობინება გამოცემა „გაძეტა დელო სპორტი“.
ბოსნიელმა ფეხბურთელმა ტრავმა გასულ კვირას, „ვერონას“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო. ვარაუდობენ, რომ ნახევარმცველი დაზიანების გამო თვეზე მეტს გამოტოვებს.
მიმდინარე სეზონში 34 წლის ფეხბურთელმა 20 მატჩი ჩაატარა იტალიის ჩემპიონატში, სამი შედეგიანი პასი შეასრულა და ექვსჯერ მიიღო ყვითელი ბარათი.
„ლაციო“ მესამე ადგილზეა სერია A-ს გათამაშების ცხრილში და ერთი ქულით ჩამორჩება ორ ლიდერს – „ინტერსა“ და „იუვენტუსს“.