„ლაციო“ სამუელ ეტო'ოს ყიდულობს
„ლაციო“ სამუელ ეტო'ოს ყიდულობს

37 წლის კამერუნელი ვეტერანი სამუელ ეტო’ო ძალიან ახლოსაა რომის „ლაციოში“ გადასვლასთან. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც აფრიკის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი რომაული კლუბის დირექტორს, ალბანელ იგლი ტარეს შეხვდა და მასთან სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრა.

როგორც იტალიური პრესა წერს, კონტრაქტის პირობები თითქმის შეთანხმებულია.

2017-18 წლების სეზონი ეტო’ომ თურქულ „ქონიასფორში“ გაატარა და 14 მატჩში ექვსი გოლი შეაგდო.