შესაძლოა, 22 წლის თავდამსხმელმა ბექა მიქელთაძემ კარიერა ისევ კვიპროსში გააგრძელოს – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა „პროტატლიმა“ ავრცელებს.
„ბექა მიქელთაძე ყაზანის „რუბიდან“ წამოვიდა. ქართველი თავდამსხმელი ახალ გუნდს ეძებს. შესაძლებელია, რომ ის კვიპროსზე კვლავ ვიხილოთ“, – წერს „პროტატლიმა“.
შეგახსენებთ, რომ ყაზანის „რუბინის“ ვებგვერდის ცნობით, ბექა მიქელთაძეს და ნიკა ყიფიანს კონტრაქტი დაუსრულდათ და გუნდი დატოვეს.
22 წლის თავდამსხმელი 2018-2019 წლებში ფამაგუსტას „ანორთოსისში“ თამაშობდა და მისი ფორმით 23 მატჩი ჩაატარა. 2019 წელს ყაზანის „რუბინში“ გადავიდა, 2020 წლის ზამთრიდან კი იჯარით ვოლგოგრადის „როტორში“ გადავიდა, რომელიც სეზონის შედეგებით რუსეთის პრემიერლიგაში დაწინაურდა.