კვიპროსული გამოცემა - მიქელთაძემ, შესაძლოა ისევ ჩვენთან ითამაშოს
კვიპროსული გამოცემა - მიქელთაძემ, შესაძლოა ისევ ჩვენთან ითამაშოს

შესაძლოა, 22 წლის თავდამსხმელმა ბექა მიქელთაძემ კარიერა ისევ კვიპროსში გააგრძელოს – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა „პროტატლიმა“ ავრცელებს.

„ბექა მიქელთაძე ყაზანის „რუბიდან“ წამოვიდა. ქართველი თავდამსხმელი ახალ გუნდს ეძებს. შესაძლებელია, რომ ის კვიპროსზე კვლავ ვიხილოთ“, – წერს „პროტატლიმა“.

შეგახსენებთ, რომ ყაზანის „რუბინის“ ვებგვერდის ცნობით, ბექა მიქელთაძეს და ნიკა ყიფიანს კონტრაქტი დაუსრულდათ და გუნდი დატოვეს.

22 წლის თავდამსხმელი 2018-2019 წლებში ფამაგუსტას „ანორთოსისში“ თამაშობდა და მისი ფორმით 23 მატჩი ჩაატარა. 2019 წელს ყაზანის „რუბინში“ გადავიდა, 2020 წლის ზამთრიდან კი იჯარით ვოლგოგრადის „როტორში“ გადავიდა, რომელიც სეზონის შედეგებით რუსეთის პრემიერლიგაში დაწინაურდა.