კვიპროსის სანაპირო დაცვამ 101 სირიელი მიგრანტი გადაარჩინა
კვიპროსის სანაპირო დაცვამ 101 სირიელი მიგრანტი გადაარჩინა

კვიპროსის სანაპირო დაცვამ 101 სირიელი მიგრანტი გადაარჩინა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტები სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ პროტარასში გადაიყვანეს.

კვიპროსი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. სწორედ ამიტომ, არალეგალი მიგრანტები კუნძულოვან ქვეყანაში შეღწევას საკმაოდ ხშირად ცდილობენ.

გაერო-ს მონაცემებით, 2019 წელს კვიპროსში 1 700 არალეგალი მიგრანტი ჩავიდა. ქვეყანაში კი მხოლოდ ორი ბანაკი არსებობს. კვიპროსის სამხრეთ ნაწილში მდებარე ბანაკში 250 მიგრანტი ცხოვრობს. დედაქალაქ ნიქოზიასთან ახლოს მდებარე ბანაკში კი, 350 ადამიანი იმყოფება.