კვიპროსის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
კვიპროსის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი დიმიტრის სილურისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. სილურისი მისალოც ტექსტს და საქართველოს დროშის სურათს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აქვეყნებს.
„გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც 26 მაისს აღინიშნება. მშვიდობის და აყვავების თბილი სურვილები პარლამენტს, მეგობარ ქართველ ხალხს და ქართულ დიასპორას მთელი მსოფლიო მასშტაბით“, – აცხადებს დიმიტრის სილურისი.