კვიპროსის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

00:40, 26.05.2019

​კვიპროსის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი დიმიტრის სილურისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. სილურისი მისალოც ტექსტს და საქართველოს დროშის სურათს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აქვეყნებს.

„გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც 26 მაისს აღინიშნება. მშვიდობის და აყვავების თბილი სურვილები პარლამენტს, მეგობარ ქართველ ხალხს და ქართულ დიასპორას მთელი მსოფლიო მასშტაბით“, – აცხადებს დიმიტრის სილურისი.

https://twitter.com/Syllouris/status/1132213978946576384

მსგავსი