კვიპროსის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი - ყველაზე რთული მეტოქე ქეცბაია იყო [ვიდეო]
კვიპროსის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი - ყველაზე რთული მეტოქე ქეცბაია იყო [ვიდეო]

კვიპროსის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა და „ენოსისის“ ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა გეორგიოს იოსიფიდისმა „ანორთსოსის24“-თან ინტერვიუში ის ფეხბურთელი დაასახელა, რომლის წინააღმდეგ თამაშიც ყველაზე მეტად უჭირდა.

მან კარიერა 1989 წელს ლომასოლისაპოლონში“ დაიწყო. ასევე ფამაგუსტას „ანორთოსისსა“ და ლიმასოლის „არისში“ უთამაშია. იოსიფიდისმა ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია გამოარჩია.

„თემურ ქეცბაია იყო ჩემი ყველაზე რთული მეტოქე. 1992-93 წლებში ის თავად იყო მთელი გუნდი. ფეთქებადი, ძალიან ძლიერი იყო და მის წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელი იყო. ეს ეხებოდა ყველას, ყველაზე ათლეტური აღნაგობის ფეხბურთელებსაც, არავის შეეძლო მასთან ორთაბრძოლის მოგება. მით უფრო ერთი-ერთზე ის გამორჩეული იყო“ – ამბობს გეორგიოს იოსიფიდისი.

თემურ ქეცბაია ფამაგუსტას „ანორთოსისში“ 1992-1994 და 2002-2006 წლებში თამაშობდა. საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფამაგუსტას გუნდის ფორმით ჩატარებულ 176 შეხვედრაში 75 გოლი აქვს გატანილი. „ანორთოსისის“ წარმატებებში დიდი წვლილი კარიერის შემდეგ დაუფასეს და 14-ნომრიანი მაისურა, რომლითაც გუნდში თამაშობდა, სამუდამოდ დაუკანონეს.