კურტ ვოლკერი - აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო სხვებზე მეტად იმსახურებს, იყოს ევროკავშირის ოჯახისა და ტრანსატლანტიკური ინსტიტუტების წევრი
კურტ ვოლკერი - აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო სხვებზე მეტად იმსახურებს, იყოს ევროკავშირის ოჯახისა და ტრანსატლანტიკური ინსტიტუტების წევრი

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო სხვებზე მეტად იმსახურებს, იყოს ევროკავშირის ოჯახისა და ტრანსატლანტიკური ინსტიტუტების წევრი.

ამის შესახებ ვოკლერმა საქართველოს პირველ არხს მიუნხენში განუცხადა, სადაც უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ძალიან დიდი მოცულობით არის აქ წარმოდგენილი. ნამდვილად ცხადია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო სხვებზე მეტად იმსახურებს, იყოს ევროკავშირის ოჯახისა და ტრანსატლანტიკური ინსტიტუტების წევრი. ამისთვის საქართველო თუნდაც ქვეყნის შიგნით, ძალიან ბევრს აკეთებს. ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლების წევრები ევროპელებთან ერთად მსჯელობენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, შავ ზღვაზე ნატო-ს წარმომადგენლობაზე, მაგიდასთან განხილული ყველა ეს თემა, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განუცხადა ვოლკერმა საქართველოს პირველ არხს.