„სი-ბი-სი“-ს (CBC) ინფორმაციით, „ბაფალოსთან“ სეზონისწინა მატჩის დროს (3:2) „პიტსბურგის“ ფორვარდმა სიდნი კროსბიმ ტრავმა მიიღო. პირველი პერიოდის ექვსი წუთისა და 42 წამის შემდეგ, კანადელმა მოედანი დატოვა. მოთამაშე „ბაფალოს“ მცველ მარკო სკანდელოსთან შეჯახების შედეგად დაშავდა.
ასევე, „პინგვინების“ თავდამსხმელმა ბრაიან რასტმაც ვერ მოახერხა თამაშის ბოლომდე დასრულება, რადგან მესამე პერიოდში ასევე ტრავმირებულ იქნა.
„პიტსბურგის“ მთავარი მწვრთნელის, მაიკ სალივანის თქმით, სპორტსმენების მდგომარეობას ამჟამად აკვირდებიან.