ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებგვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.
პირველი მათგანი პიტსბურგის თავდამსხმელი სიდნი კროსბი გახდა, რომელმაც ფლორიდასთან შეხვედრაში 3 (1+2) ქულა დააგროვა (3:2 ОТ). აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში მან კარიერაში 1200-ე ქულა დააგროვა და მოქმედი ჰოკეისტებიდან მეორეა, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია. პირველ ადგილზე სან-ხოსეს მოთამაშე ჯო ტორნტონია.
მეორე – მონრეალის მეკარე კეპი პრაისია, მან ლოს-ანჯელესთან შეხვედრაში მისი კარისკენ დარტყმული 26 შაიბიდან 25-ის მოგერიება შეძლო (3:1).
მესამე ვარსკვლავის სტატუსი დალასის გოლკიპერ ბენ ბიშოპს ერგო, რომელმაც რეინჯერსთან მატჩში 28 შაიბა მოიგერია და საკუთარი კარი მშრალად შეინახა (1:0).