მინსკის ევროპულ თამაშებზე მეთექვსმეტედფინალური დაპირისპირება მოიგო ლაშა გურულმა. მისი მეტოქე მოლდოველი დიმიტრი გალაგოტი იყო. ლაშამ მოწინააღმდეგეს აშკარად აჯობა და ანგარიშით 4:1 იმარჯვა.
გურული მომდევნო შეხვედრას 25 ივნისს გამართავს და მისი მეტოქის ვინაობა მესანოვიჩსა და ერდემირს შორის ბრძოლაში გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ დღესვე ორი ქართველი მოკრივე – სახილ ალახვერდოვი და ნიკოლოზ ბეგაძე ასპარეზობდნენ, რომლებმაც საკუთარი ბრძოლები ასევე წარმატებით დაასრულეს.