კრივი - ესკერხან მადიევი მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს | მინსკი 2019
მინსკის ევროპულ თამაშებზე გუშინ სამმა ქართველმა მოკრივემ იასპარეზა.
-69 კგ. წონით კატეგორიაში ესკერხან მადიევმა ანგარიშით 4-1 დაამარცხა ნორვეგიუელი ჰადი სრური. მომდევნო ბრძოლას ის 24 ივნისს, რუსი ხარიტონ აგრბას წინააღმდეგ გამართავს.
-75 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი ხარაბაძემ მეორე დაპირისპირება გამართა და აზერბაიჯანელ კამრან შახსუვარლისთან ანგარიშით 4-1 დამარცხდა, შესაბამისად, ასპარეზობას გამოეთიშა.
შვეიცარიელ უკე სმაჟლისთან დამარცხდა გიორგი მანჯავიძე (3-2) და მედლებისთვის ბრძოლა მანაც დაასრულა.