გუშინ, მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ღირსებას ორი მოკრივე იცავდა. ოთარ ერანოსიანმა ნახევარფინალური დაპირისპირება დათმო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
49 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე სახილ ალახვერდოვმა, ფინალის საგზური იტალიელ ფედერიკო სერასთან დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა და ვერცხლის მედალი გაინაღდა.