კრივი - ალახვერდოვი და ბეგაძე მეოთხედფინალში არიან | მინსკი 2019
კრივი - ალახვერდოვი და ბეგაძე მეოთხედფინალში არიან | მინსკი 2019

მინსკში მიმდინარე რიგით მეორე ევროპულ თამაშებზე დღეს ორმა ქართველმა მოკრივემ  იასპარეზა წარმატებით.

-49 კგ. წონითი კატეგორიის მერვედფინალურ ეტაპზე სახილ ალახვერდოვი გერმანელ სალაჰს იბრაჰიმ ომარს  დაუპირისპირდა და მეტოქე მძიმე ბრძოლაში, ანგარიშით 3:2 დაამარცხა. მას მომდევნო ორთაბრძოლა 25 ივნისს, 19:30 საათზე, ბრიტანელი აქილ აჰმედის წინააღმდეგ ექნება.

მძიმე (91 კგ.) წონაში გამოვიდა ნიკოლოზ ბეგაძე, რომლის მეტოქეც უკრაინელი რამაზან მუსლიმოვი იყო. ქართველმა ანგარიშით 4:1 მოიგო და მეოთხედფინალში გადავიდა. ბეგაძე მომდევნო ორთაბრძოლას 25 ივნისს, თბილისის დროით 20:45 საათზე გამართავს. მისი მეტოქე ბელორუსი ვლადისლავ სმიჰლიკოვი იქნება.