კრისტიან ერიქსენი - ისევ დავიწყებ ფეხბურთის თამაშს 4-5 თვის შემდეგ #1TVSPORT
ევრო 2020-ის პირველ ტურში დანიისა და ფინეთის მატჩში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, „ინტერის“ ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი პირველად გამოჩნდა მილანური კლუბის ბანაკში.
„ინტერის“ საწვრთნელ ბაზაზე პარტნიორებთან შეხვედრისას, დანიელმა ფებურთელმა აღიარა, რომ უკვე 2021 წელს გეგმავს მოედანზე დაბრუნებას. „ყველაფერი კარგად მაქვს. ვფიქრობ, ისევ დავიწყებ ფეხბურთის თამაშს 4-5 თვის შემდეგ“, – განაცხადა ერიქსენმა.
დანიისა და ფინეთის მატჩში ნახევარმცველმა გულის შეტევა გადაიტანა. მას სხეულში ელექტროკარდიოსტიმულატორი ჩაუყენეს გულის რითმის ნორმალიზაციისთვის.
იტალიის სერია A-ში ამ ინპლანტით თამაში აკრძალულია.