პორტუგალიის ნაკრების ლიდერს, კრიშტიანუ რონალდუს მსოფლიოს ჩემპიონატის დროს პირადი დაცვა ეყოლება. მადრიდის “რეალის” ფორვარდის უსაფრთხოებაზე იზრუნებენ MMA-ის (შერეული ორთაბრძოლები) მებრძოლი გონსალო სალგადო და ყოფილი მედესანტე ნუნუ მარეკოსი. ამის შესახებ გაზეთმა Mirror-მა დაწერა. მარეკოსი რონალდუს იცავდა კიევში, ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს.
სალგადოს 2006-2011 წლებში, სუპერმძიმე წონაში მოგებული აქვს შვიდი ბრძოლა, აქედან ხუთი – ნოკაუტით. მარეკოსი პორტუგალიაში დაცვის ერთ-ერთი კერძო ფირმის თანამშრომელია. თავისუფალ დროს ის ლისაბონთან ახლოს, ტორეადორად მუშაობს.