ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ ესპანეთში ჩავიდა, სადაც გაზეთ „მარკა“ (Marca) დაწესებული პრიზი „ლეგენდა“ მიიღო. ამ პრიზს გადასცემენ სპორტსმენებს, რომლებიც თავიანთ კარიერაში შესაბამისი მიღწევები ჰქონიათ.
ცერემონიას ესწრებოდა რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში და „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი.
„ეს პრიზი საპატიო ადგილს დაიკავებს ჩემს მუზეუმში. მადრიდი – განსაკუთრებული ქალაქია. მე ბევრს ვმოგზაურობ, მაგრამ ასეთი ადგილები პლანეტაზე ცოტაა.
მე ეს პრიზი მოვიპოვე, ძირითადად, „რეალში“ გამოსვლის წყალობით. ეს ესპანური პრიზია, ჩემთვის დიდი პატივია მისი მიღება. მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა მის მოპოვებაში. იმედია, მალე დავბრუნდები მადრიდში“, – თქვა პორტუგალიელმა.
გაზეთი „მარკა“ (Marca) პრიზს გადასცემს 1997 წლიდან. ის მიღებული აქვთ ლიონელ მესის, დიეგო მარადონას, მაიკლ ფელპსს, მიხაელ შუმახერს, მაიკლ ჯორდანს, პაუ გასოლსა და სხვებს.