კრიშტიანუ რონალდუმ ვაჟსა და საცოლეს საჩემპიონო თასი მოარტყა [ვიდეო]
ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ სერია A-ს ჩემპიონობის აღნიშვნისას, საჩემპიონო თასი საკუთარ ვაჟს მოარტყა.
პორტუგალიელს ოჯახის წევრებთან ერთად სურდა ფოტოს გადაღება, მაგრამ თასი ხელიდან გაუსხლტა და ჯერ თავში მოახვედრა უმცროს კრიშტიანუს, შემდეგ კი თავის საცოლეს, ჯორჯინა როდრიგესსაც მსუბუქად მიარტყა.
„იუვენტუსში“ გატარებულ თავის პირველ სეზონში რონალდუმ ორი ტიტული მოიგო – იტალიის ჩემპიონატის და იტალიის სუპერთასები.