კრიშტიანუ რონალდუმ გაუპატიურებაში ბრალდებებისგან თავის დასაცავად ერთი მილიონი გამოჰყო
„იუვენტუსის“ ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მსოფლიოში საუკეთესო იურისტების, ექიმებისა და პიარის სპეციალისტები შეკრიბა, რათა გაუპატიურებაში ბრალდებისგან თავი დაიცვას, – ამტკიცებს გაზეთი The Sun.
33 წლის ფეხბურთელმა ამგვარი გუნდის შესაკრებად, ჯამში ერთი მილიონი დოლარი გამოჰყო.
ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ ამერიკელი კეტრინ მაიორგას გარდა, რონალდუს ბრალს გაუპატიურებაში კიდევ სამი გოგონა სდებს.
მაიორგამ განაცხადა, რომ რონალდუმ ის 2009 წელს გააუპატიურა და შემდეგ, დუმილისთვის 320 ათასი ევრო გადაუხადა.