ესპანეთის ჩემპიონატის 38-ე ტურში „ვილიარეალის“ კარში გატანილი გოლი შემდეგ, „სამეფო კლუბის“ რიგებში ჩატარებულ ყველა ოფიციალურ მატჩში მადრიდის „რეალის“ ფორვარდს, კრიშტიანუ რონალდუს 450 გოლი დაუგროვდა.
33 წლის პორტუგალიელმა ასეთ შედეგიანობას 437 შეხვედრის შემდეგ მიაღწია. ესპანეთის ჩემპიონატის 292 მატჩში იყო 311 გოლი, ესპანეთის თასზე – 30 მატჩში 22 გოლი, ჩემპიონთა ლიგაზე – 100 მატჩში 105 გოლი, სხვა ტურნირებზე – 15 მატჩში 12 გოლი.