მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთის საგადასახადო სამსახურთან შეთანხმებას მიაღწია. როგორც El Confidencial წერს, პორტუგალიელი გადაიხდის 18-20 მილიონ ევროს მის წინააღმდეგ საქმის დასახურად. უფრო ადრე, ესპანეთის ფინანსური სამსახური ოთხ ეპიზოდში ედავებოდა რონალდუს და მას 28 მილიონ ევროს თხოვდა.
გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს ორმხრივ დათმობებს მოთამაშესა და საგადასახადო ორგანოებს შორის. დოკუმენტს ხელი მსოფლიოს 2018 წლამდე უნდა მოეწეროს.