ურუგვაისთან წაგებული მერვედფინალის შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ საერთაშორისო კარიერის სავარაუდო დასრულების შესახებ ილაპარაკა.
„ახლა სანაკრებო მომავალზე ლაპარაკის დრო არ არის. დარწუნებული ვარ, რომ ეს ნაკრები ისევ იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, რადგან აქ შეკრებილნი არიან შესანიშნავი ფეხბურთელები, რომლებსაც ერთიანობა და გამარჯვებისკენ სწრაფვა ახასიათებთ”, – განაცხადა პორტუგალიელმა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებმა 1:2 წააგო მერვედფინალში ურუგვაისთან ითამაშა და ჩემპიონატს გამოეთიშა.