ჰოკეის ნაციონალური ლიგის (NHL) კლუბ „სენტ-ლუისის“ მთავარმა მწვრთნელმა კრეიგ ბერუბმა „ბოსტონის“ წინააღმდეგ სტენლის თასის ფინალური სერიის მეორე მატჩის შემდეგ (3:2 ОТ, 1-1) განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილია თავისი გუნდის თამაშით. ბერუბის სიტყვებით, მისი ქვეშევრდომები შაიბას კარგად ფლობდნენ.
„დღეს ჩვენ მთელი თამაშის განმავლობაში ჩვენი ჰოკეი ვაჩვენეთ“, – ციტირებს ბერუბს ჰოკეის ნაციონალური ლიგის ოფიციალური გვერდი. – „ჩემს მოთამაშეებს მოწინააღმდეგის ზონაში კარგად გამოსდიოდათ შაიბის ფლობა. ამ და სხვა სათამაშო კომპონენტებში აშკარად ვაჯობეთ „ბოსტონს“ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. სერიაში ანგარიში გავათანაბრეთ და მოედნის უპირატესობაც მოვიპოვეთ“.
შეგახსენებთ, რომ სტენლის თასის ფინალურ სერიაში „ბოსტონსა“ და „სენტ-ლუისს“ შორის ანგარიში თანაბარია – 1:1. შემდეგი მატჩი სენტ-ლუისში 2 ივნისს გაიმართება.