„კოტეს თასის“ გათამაშება იწყება - მაისში საერთაშორისო მედიატურნირი სამ სახეობაში გაიმართება #1TVSPORT
„კოტეს თასის“ გათამაშება იწყება - მაისში საერთაშორისო მედიატურნირი სამ სახეობაში გაიმართება #1TVSPORT

„კოტეს თასი“ წელს მეოთხედ გაიმართება – ტურნირის ორგანიზატორებმა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელებმა პრესკონფერენცია გამართეს და მედიატურნირის შესახებ ისაუბრეს.

კოტე მახარაძის მემორიალურ მე-3 საერთაშორისო მედიატურნირს ფეხბურთში „ინტერი საქართველოს“ აკადემიის სტადიონი უმასპინძლებს. გუნდები 1+5 ფორმატით (მეკარე + 5 მოთამაშე) ითამაშებენ. მთავარი პრიზისთვის რვა მედიანაკრები იბრძოლებს – მათგან ორი საქართველოს წარმოადგენს.

გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:

ა ჯგუფი: საქართველო, სომხეთი, ლატვია, ინდოეთი

ბ ჯგუფი: საქართველო-2, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, რუმინეთი

სომხეთის და აზერბაიჯანის ნაკრებები ერთმანეთს აარიდეს. თუ ეს გუნდები ფინალში გავლენ, გამარჯვებული კენჭისყრით გამოვლინდება.

შარშანდელი გათამაშების გამარჯვებული ყაზახეთის ნაკრები გახდა, ხოლო საქართველოს მედიანაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ტურნირი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.

აღსანიშნავია, რომ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია 2024 წლის მაისში ბათუმში პირველი მედია თამაშების ჩატარებასაც გეგმავს, სადაც გუნდები ერთმანეთს არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ, კალათბურთსა და ჩოგბურთშიც შეეჯიბრებიან.