დღეს კოტე მახარაძის დაბადების დღეა #1TVSPORT
დღეს კოტე მახარაძის დაბადების დღეა #1TVSPORT

დღეს ლეგენდარული ქართველი სპორტული კომენტატორის, თეატრისა და კინოს მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატის, კოტე მახარაძის დაბადების დღეა.

თეატრში მოღვაწეობის პარალელურად, სიცოცხლის ბოლომდე სპორტი იყო მისი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. ამავე დროს, თავადაც აქტიური სპორტსმენი გახლდათ – იყო საქართველოს კალათბურთის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, თამაშობდა თბილისის „დინამოში“, 1945 წელს მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი.

რადიოსა და ტელევიზიაში სპორტულ კომენტატორობა 1957 წლიდან დაიწყო. რეპორტაჟები 40 წლის განმავლობაში მიჰყავდა. იყო თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდის ორი ისტორიული თამაშის კომენტატორი – 1964 წელს (ეროსი მანჯგალაძესთან ერთად) „დინამო“ ტაშკენტში გამართულ „ოქროს მატჩში“ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ხოლო 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.

ლეგენდარული კომენტატორი დაკრძალულია თბილისის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.