საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული რედაქცია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საუკეთესოდ გაშუქებისათვის კოტე მახარაძის პრემიის მფლობელი გახდა #1TVSPORT
საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული რედაქცია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საუკეთესოდ გაშუქებისათვის კოტე მახარაძის პრემიის მფლობელი გახდა #1TVSPORT

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასკომის წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული რედაქცია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საუკეთესოდ გაშუქებისთვის კოტე მახარაძის პრემიის მფლობელი გახდა.

სპორტულ ჟურნალისტიკაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის დავით ჭელიძეს მიხეილ კაკაბაძის პრემია მიენიჭა.

პაატა ნაცვლიშვილს წიგნისთვის „გიორგი ნიკოლაძე“ ნოდარ გუგუშვილის პრემია გადაეცა.

ეროსი მანჯგალაძის პრემიის მფლობელი თემურ ჯაფარიძე გახდა, რომელმაც ეს ჯილდო სპორტულ რადიოჟურნალისტიკაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მიიღო.

საბა საპანაძეს მედიაპროექტ geo team-ისთვის ნუგზარ შატაიძის პრემია გადაეცა.

გურამ თიკანაძის პრემიის მფლობელი კი ბადრი კეთილაძე გახდა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 2022 წლის 2 ივლისს სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეს გაიმართება. 2 ივლისს ბადრი კეთილაძის პერსონალური ფოტოგამოფენაც მოეწყობა.

ფოტოჟურნალისტი ბადრი კეთილაძე 2022 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა.