მე კოტე მახარაძე არ ვარ - „რუბინის“ მწვრთნელმა წარმატების რეცეპტზე ილაპარაკა #1TVSPORT
მე კოტე მახარაძე არ ვარ - „რუბინის“ მწვრთნელმა წარმატების რეცეპტზე ილაპარაკა #1TVSPORT

ყაზანის „რუბინის“ მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ევრო 2020-ზე კომენტატორად მუშაობდა – საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მან ილაპარაკა, რა გახდა მისი წარმატების მიზეზი.

„მე არ ვარ კომენტატორი და ჩემი წარმატება იმაში მდგომარეობს, რომ არაკომენტატორის კვალობაზე მკაფიოდ შემიძლია აზრი გამოვხატო და ავხსნა, რაც მოედანზე ხდება. დაფნის გვირგვინზე პრეტენზია არ მაქვს, მინიმალურადაც კი“, – აცხადებს სლუცკი.

თქვენ და ყაზანის მერმა „რუბინის“ ბაზაზე აიყვანეთ ძაღლი და დაარქვით „კვარა“ – ხვიჩა რომ წავიდეს, ვიღაც მისი სახელით გუნდში მაინც დარჩებაო. რამდენად სწორია ეს საქციელი? სლუცკის ეს კითხვა გადაცემის თანაწამყვანმა ვლადიმერ გუცაევმა დაუსვა:

„შესაძლოა, ეს ვიღაცას ეუხერხულოს. კვარა ხვიჩას მეტსახელია და იმდენად გვიყვარს, იმდენად მივეჩვიეთ, ყველა პოზიტიური და კეთილმოსურნე ადამიანია. ამიტომ ვიფიქრე, თუ სხვა გუნდში გადავა, კვარა გუნდში მაინც გვჭირდებოდა. მე არავის წყენა არ მსურდა, ეს პატივისცემის და სიყვარულის გამოხატულებაა“.