კოსოვოს შემადგენლობა ცნობილია - შალანდი მხოლოდ ლეგიონერებს ეყრდნობა #1TVSPORT
კოსოვოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბერნარდ შალანდმა იმ ფეხბურთელების სია დაასახელა, რომლებიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოსთან (2 სექტემბერს) ბათუმში, საბერძნეთთან (5 სექტემბერს) და ესპანეთთან (8 სექტემბერს) პრიშტინაში დაგეგმილი საშინაო შეხვედრებისთვის მოემზადებიან.
კოსოვოს ნაკრები 30 აგვისტოს შეიკრიბება და მზადებას დაიწყებს. შალანდიმ კოსოვოს ნაკრების შემადგენლობაში მხოლოდ ლეგიონერები გამოიძახა, საკუთარი ჩემპიონატიდან კი ერთი ფეხბურთელიც არ მიიწვია.
მეკარეები: არიანეტ მურიჩი (ადანა), ვისარ ბერკაი (ტირანა), სამირ უიკანი (უგუნდო)
მცველები: მირლინდ კრეიზიუ, ფიდან ალიტი (ორივე – ციურიხი), მერგიმ ვოივოდა (ტორინო), ფლორენტ ჰადერგიონაი (კასიმფაშა), ამირ პრაჰმანი (ნაპოლი), იბრაჰიმ დრესევიჩი (ჰეერენვენი), ბეტიმ ფაცლი (სენტ გალენი), დავიდ დომიონი (ლუცერნი), ლირიმ კასტრატი (უიპეშტი)
ნახევარმცველები: ჰეროლინდ შალა (სტაბეკი), ზიმერ ბიტიქი (კონია), ვალონ ბერიშა (რეიმსი), ბესარ ჰალიმი (რიგა), ბერსანტ სელინა (დიჟონი), მილოტ რაშიცა (ნორვიჩ სიტი), ელბასან რაშანი (კლერმონი), ფლორიან ლოშაი (კრაკოვია), ლირიმ კასტრატი (ზაგრების დინამო), ფლორენტ მუსლია (ჰანოვერი)
თავდამსხმელები: ვედატ მურიქი (ლაციო), ასტრიტ სელმანი (ჰამარბიუ)