კოსოვოს ნაკრების კაპიტანი საქართველოსთან წაგებაზე - მსგავსი იმედგაცრუება მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონიასთან განვიცადეთ #1TVSPORT
კოსოვოს ნაკრების კაპიტანი საქართველოსთან წაგებაზე - მსგავსი იმედგაცრუება მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონიასთან განვიცადეთ #1TVSPORT

„ლაციოს“ მცველმა, კოსოვოს ნაკრების კაპიტანმა ამირ რაჰმანმა საქართველოსთან წაგების შემდეგ არ დამალა, რომ ეს მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო.

„ვიბრძოდით გამარჯვებისთვის და საამისოდ ყველაფერი გავაკეთეთ. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ჩვენ მაქსიმუმი არ გაგვიღია. ასევე ვერ გამოვიყენეთ ყველა რეალური საგოლე შესაძლებლობა და საბოლოოდ თამაში წავაგეთ. ვნერვიულობით და ეს ნორმალურია, მაგრამ წაგება მაინც ძალიან მტკივნეული გამოდგა“, – განაცხადა კოსოვოს ნაკრების კაპიტანმა.

ამირ რაჰმანს მარცხის მიზეზების ახსნა გაუჭირდა:

„არ ვიცი, პირველ გოლზე რა დაგვემართა. სიმართლე გითხრათ, ეს კოსოვოსთვის მეორე ყველაზე მტკივნეული წაგება იყო ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგის ნახევარფინალში მარცხის შემდეგ, რადგან ჩვენ მოედანზე მატჩის მოსაგებად შევედით“.

 

კოსოვოს ნაკრების კაპიტანი იმედოვნებს, რომ დასკვნით ტურში გუნდი ბოლო ადგილზე გასვლას თავს აარიდებს:

„არ მჯერა, რომ თავის გასამართლებლად რაიმე საბაბი არსებობდეს. უნდა შევეცადოთ, რომ ბოლო შეხვედრაში, რომელიც საბერძნეთში გაიმართება, დადებითი შედეგი მივიღოთ“.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბოლო 9 წელიწადში პირველი შეხვედრა მოიგო და მეოთხე ადგილზე დაწინაურდა, კოსოვოს ნაკრები კი ბოლო ადგილზე დააქვეითა.

დატოვე კომენტარი