ესპანეთის მეკარემ წარმოუდგენლი შეცდომა დაუშვა - კოსოვოელმა ლამის ცენტრიდან გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების ბასკმა მეკარემ, უნაი სიმონმა წარმოუდგენელი შეცდომა დაუშვა კოსოვოს ნაკრებთან მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 3:1 მოიგო.

სევილიაში გამართული მატჩის 70-ე წუთზე, ესპანელები 2:0-ს იგებდნენ, როდესაც ესპანელთა მეკარემ გიჟური შეცდომა დაუშვა. მან გადაცემა ჩაჭრა და ბურთიანად მოედნის ცენტრისკენ გავარდა, სადაც კოსოვოელმა ბესარ ჰალიმიმ ბურთი აართვა, მინიმუმ 35 მეტრიდან დაარტყა და ანგარიში შეამცირა.

საბოლოოდ, ესპანეთმა 3:1 მოიგო და ლუის ენრიკეს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის „ბ“ შესარჩევ ჯგუფში პირველ ადგილზეა.